About Author: tarsinho

Posts by tarsinho

0

Alexander Tenchev : „გუნდი საკმაოდ კარგ დონემდე მივიდა“

Alexander Tenchev-მა „FC. D’Team“-თან დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა…

„იმედი მაქვს, გუნდი პროგრესს განაგრძობთ. ჩვენ კარგ დონეზე ვართ და გულშემატკივრებს თამაშით დიდ სიამოვნებას ვანიჭებთ. ჩემი აზრით, კოლექტივი გუნდურ სულისკვეთებას ავლენს და ბრწყინვალე შედეგებს აღწევს.“

„საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია, დარწმუნებული ვარ, მოვუმატებ როგორც მე, ასევე მთელი გუნდი და საბოლოო ჯამში ტრიუმფამდე მივალთ.“

0

Hasan Ali Düzen-ს დებიუტი

მთაწმინდის ახალმა მწვრთენლმა Rikus Zwijnen-მ მეხუთე ტურში Hasan Ali Düzen-ს მოედანზე გასვლის შანსი მისცა…

თურქი ფეხბურთელი “მთაწმინდა არენაზე” პირველად გამოჩნდა. სამწუხაროდ, Hasan-მა კარის შენახვა მშრალად ვერ შეძლო, თუმცა მატჩის მანძილზე არცერთი შეცდომა არ დაუშვია და რამდენიმე მომენტში ფეხითაც ბრწყინვალედ ითამაშა.

0

Hago Orbelyan-მა სამედიცინო შემოწმება გაიარა

 

Hago Orbelyan დღეს კლინიკაში გამოცხადდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა…

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აბსოლიტურად ჯანმრთელია და მზად არის გუნდს შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ქართველი ტალანტი მთავარ გუნდს ახალგაზრდულიდან შეუერთდა. ნახევარმცველი „მთაწმინდელების“ ღირსებას მომდევნო 5 წლის მანძილზე დაიცავს.

0

Robert Hagen: „Rikus Zwijnen-თან ერთად „მთაწმინდაში“ ახალი ერა იწყება!“

Robert Hagen-მა Rikus Zwijnen-ის „მთაწმინდის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ გუნდი ახალ ეტაპზე გადადის …

„ის, რაც “მთაწმინდაში” Alexis Dourthe-მ გააკეთა საოცარი და დაუვიწყარია, მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება და „მთაწმინდა“ ახალ ერას იწყებს.“

„Rikus-თან ერთად ახალი ეპოქა შეიქმნება განახლებული იდეებით, შემადგენლობით და მოტივაციით.“

„ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ძალიან კარგად იცის „მთაწმინდას“ ისტორია, ფილოსოფია და მიზნები. ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.“

0

Rikus Zwijnen-მა „მთაწმინდასთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

როგორც დაგეგმილი იყო, “მთაწმინდა”-ს პრეზიდენტმა, tarsinho-მ Rikus Zwijnen წარადგინა …

53 წლის სპეციალისტმა „მთაწმინდელებთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

tarsinho-მ Rikus Zwijnen-ს სიმბოლური საჩუქრები და “მთაწმინდა”-ს მაისური გადასცა.

რამდენიმე წუთში Rikus  ჟურნალისტებს შეხვდება და პრესკონფერენცია გამართავს.